ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს
1733341065
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაგეგმილი დებატების შესახებ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
ხიდაშელის თქმით, მისი მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს მიეცეს შესაძლებლობა, “მოისმინოს ფაქტები ტყუილების შესახებ“.
“დებატი - ეს არ არის ლეგიტიმაცია - არალეგიტიმაციის ფორმატი, ეს არის ადამიანების მხილების შესაძლებლობა. მე არ მივდივარ კობახიძესთან რაიმეს დასამტკიცებლად ან გასაგებინებლად - ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია: მას პირდაპირ, სახეში ვუთხრა ის ყველაფერი, რაც ითქმის დღეს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიერ და, მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს მიეცეს შესაძლებლობა, მოისმინოს ფაქტები ტყუილების შესახებ, რომელსაც ეს ადამიანები ეუბნებიან ამ მაყურებელს,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი თანაგუნდელების - თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი - თინათინ ხიდაშელისა და მიხეილ ჯანელიძის პირისპირ.
დებატების ეს ფორმა ხიდაშელმა მოითხოვა, რასაც წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ოპონენტებს ღია ეთერში დისკუსია თავად შესთავაზა. დებატები დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 22:00 საათზე დაიწყება.