ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
დავოსში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრებს დღესაც გეგმავს, თუმცა მთავარი დისკუსია, რომელიც შავი ზღვის კაბელსა და საქართველოს საშუალებით ევროპისთვის დამატებითი ენერგო რესურსების მიწოდებას შეეხევა ხვალ შედგება. პანელზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმის ფარგლებში უკვე შეხვდა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და სასტუმროებისა და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ესაუბრა.
საბანკო და ფინანსური მომსახურების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრისას. ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გარდაქმნისთვის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში გლობალური ბიზნეს სერვისცენტრის გახსნის შესაძლებლობა.
საქართველოში ხელსაყრელი ბიზნესგარემო იყო პრემიერის კიდევ ერთი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი შვედური გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელთან. შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე, რომელიც ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა.
სასტუმროებისა და უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს ქართული დელეგაციის წევრებმა ასევე ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელ არაბულ კომპანია "მაჯიდ ალ ფუთაიმის" ხელმძღვანელთან შეხვედრისას. ითქვა, რომ თუ კომპანია საქართველოში უკვე არსებულ პორტფელს გაზრდის, მას მთავრობის მხარდაჭერა ექნება.