სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ამზადებს გეგმას ბლოკის შიგნით რეფორმების შესახებ, რადგან EU გეგმავს უფრო მეტი წევრი ქვეყნის მიღებას, როგორიცაა უკრაინა.
ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი გეგმავს, რომ წევრების რაოდენობა 30-ზე მეტი გახდეს, რასაც წინასწარ სჭირდება მომზადება.
"ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვემზადოთ 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის", - განაცხადა ლაიენმა ევროპარლამენტში.
მისივე თქმით, პალატამ უკვე წარადგინა თამამი იდეები ხელშეკრულებების რეფორმებისთვის.
"მომავალ თვეში, კომისია გამოაქვეყნებს ჩვენს იდეებს ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის გაგზავნილ კომუნიკაციაში, ბელგიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ლიდერების დისკუსიის წინ", - თქვა მან.