1792080814
დავით სონღულაშვილი: ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საქართველოს განსაკუთრებულად მოწინავე პოზიციები აქვს
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საქართველოს განსაკუთრებულად მოწინავე პოზიციები აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სომხეთში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაეროს ბიო მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის კონფერენციას დაესწრება.
მისი თქმით, საქართველო შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას ბევრად ადრე შეძლებს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით. აქვე აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც ტყის მართვის გეგმის და ტყის აღდგენის მიზნით იყო მიღებული. გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები არის საერთაშორისო სტანდარტების კუთხით მოწინავე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.









