1736884505
დავით შერაზადიშვილი: 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ვფიქრობ, რომ რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელოვნების ამ დარგის არსებობა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ქართული თეატრის დღეს ულოცავს თეატრის მოღვაწეებსა და მოყვარულებს. განსაკუთრებით კი ულოცავს ბოლნისის მუნიციპალური თეატრისა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასებს და აღნიშნავს, რომ რეგიონში ხელოვნების ამ დარგის არსებობა მნიშვნელოვანია.
„14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. მსურს ეს თარიღი მივულოცო თეატრის ყველა მოღვაწესა და მოყვარულს. განსაკუთრებით კი ბოლნისის მუნიციპალური თეატრისა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასებს!
თეატრი არის ხელოვნების ის დარგი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში, სადაც მსახიობები სცენური მოქმედებებით მოგვითხრობენ ამბავს. ჩვენი დასები კი გამოირჩევიან ნიჭიერებითა და შემოქმედებით. ვფიქრობ, რომ რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელოვნების ამ დარგის არსებობა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ შემოქმედებით წარმატებას და გულწრფელ აპლოდისმენტებს“, - აღნიშნავს დავით შერაზადიშვილი.