1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „პოსტივის“ ერთ-ერთი მფლობელის, „ხალხის ძალის“ წევრისა და დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი მედიის მხრიდან აგრესიული და ცილისმწამებლური ინფორმაციის გახშირებულ გავრცელებას ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მოახლოებული არჩევნებისა და აგვისტოს ომის დაანონსებული გამოძიების პარალელურად, მსგავსი სახის დეზინფორმაცია გახშირდება.
„სარაჯიშვილი ოპერის წინ მღეროდაო, უფროსო“ - ხომ გვახსოვს? ამის თანამედროვე ანალოგია: „ვიქტორ ჯაფარიძეს მესტიაში მიწის ნაკვეთები აქვს“. დაახლოებით ამ შინაარსით სურს ნაცმედიას გადაფაროს მამა-მარჩენალ კეზერაშვილის კრიმინალური წარსული და აწმყო, რომლის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვის ორგანიზება დღეს ქვეყნის მთავარმა პროკურატურამაც დაადასტურა. ამის საპირწონედ „გლავკანალი" ზარ-ზეიმით იუწყება, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ დეკლარაციის შევსებისას დაშვებული შეცდომის გამო ჯარიმა გადაიხადა, ხოლო „ქოლ-ცენტრებიდან" შემოსული თანხები პირდაპირ კეზერაშვილისა და მისი ცოლის საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა. აი, ამ ორ მოვლენას შორის ტოლობის ნიშნის გავლებას ცდილობენ სექტა-მედიები.
მაგრამ, ამ „არითმეტიკულ განტოლებაში" საკუთარ დახარვეზებულ მდგომარეობას რომ ხვდებიან, ტრადიციულ სტილში, ოჯახის წევრებს და შვილებს შეეხნენ. ვიქტორ ჯაფარიძის შვილი თურმე სუს-ში მუშაობდა. საინტერესოა, სად უნდა ემუშავა დიდი ბრიტანეთის ქოვენთრის უნივერსიტეტის ტერორიზმის, საერთაშორისო დანაშაულისა და გლობალური უსაფრთხოების მაგისტრატურის კურსდამთავრებულ (Coventry University: Terrorism, International Crime and Global Security) ოთარ ჯაფარიძეს.
სექტანტების არქივი იმ გახმაურებულ მოცემულობასაც ინახავს, თავდაცვის ექს-მინისტრმა კეზერაშვილმა ფინანსურ დოკუმენტებში რომ გაატარა ერთ-ერთი არშემდგარი სამხედრო სწავლება, რომლისთვის გამოყოფილი 6 მილიონი „შემთხვევით" საკუთარ ოფშორულ საბანკო ანგარიშებზე რომ გადაამისამართა. ამ ფაქტის დასაფარად კი ვიქტორ ჯაფარიძეს მესტიაში მისი ლეგალური სასტუმრო "აღმოუჩინეს".
წინ გვაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი კვლავ კეზერაშვილი იქნება. რას დაუპირისპირებენ „კეზერას“ მიერ ჩადენილ ენით აღუწერელ დანაშაულებს ვიქტორ ჯაფარიძის შრომითი ბიოგრაფიიდან, მართლაც ძნელი წარმოსადგენია. ალბათ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ტელეკომპანია „პოს ტვ-ის“ სტაბილურ მეორე სარეიტინგო პოზიციას, რასაც ჯაფარიძემ, ალბათ, "პოს ტვ-ის“ მაყურებლებზე სვანური კარტოფილის დარიგებით მიაღწია...“ - წერს დავით ქართველიშვილი.