ძლიერი სეტყვა და ქარი თელავში - ძლიერი წვიმა ამ დრომდე გრძელდება
1748185440
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, სადაც მომღერალმა, ერეკლე გეწაძემ, რუსეთის დროშა მოშარდვის იმიტაციით შეურაცხყო.
ქართველიშვილის განცხადებით, სანამ ქვეყანაში გაუგებარი დაუსჯელობის პრეზუმფციით სარგებლობს პროვოკატორთა ბრბო, არა მხოლოდ რუსეთის დროშა, გამოცდილი "ქოუჩის" მითითებით, ტაო-კლარჯეთზე ცრემლების ღვრით, ვიღაცამ შეიძლება თურქეთის დროშაზე იძალადოს. შემდეგ კი, ვიღაცამ უცებ ლორის პროვინცია გაიხსენოს და ასევე პროვოკაციის მიზნით სომხეთის დროშა აიყვანოს სამიზნეში.
მისივე თქმით, თუ მსგავსი მეთოდებით ვინმე ამჟღავნებს რუსოფობიურ პატრიოტიზმს იმ აგრესიული მეზობლის მიმართ, რომელიც ამ ეტაპზე შენი ქვეყნის "მხოლოდ 20%-ის ოკუპანტია", და თანაც 40 ათასი სანქციის გამოცხადების ფონზე უკვე ფეხებზე ჰკიდია, ვინ რას ეტყვის დასაჯარიმებელი კი არა, "ვირის აბანოშია" შესაგდები. „ ბიკფორდის ზონარისთვის ასანთის დანთებას დიდი ჭკუა თუ გამბედაობა არ უნდა - მით უმეტეს, აფეთქების წინ მამიკოსთან თუ მოასწრებ გაქცევას საზღვარგარეთ. 2015 წლის 2 ივლისს თბილისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის დროს, თბილისის "დინამოსა" და აზერბაიჯანულ კლუბ "გაბალას" შორის, რამდენიმე ქართველმა გულშემატკივარმა გამოფინა ბანერი წარწერით: „გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921“, რაც აღქმული იქნა როგორც ანტიაზერბაიჯანული პროვოკაცია. ოფიციალური პირების ჩარევის შემდეგ ბანერი მოიხსნა, თუმცა ინციდენტმა გამოიწვია დაძაბულობა ორივე მხარის გულშემატკივრებს შორის. პასუხმაც არ დააყოვნა - შემდეგი მატჩი გაიმართა 2015 წლის 9 ივლისს აზერბაიჯანულ ქალაქ გაბალაში. თამაშის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა გამოაფინეს ბანერები, რომლებითაც ისინი საქართველოს მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს გამოხატავდნენ, მათ შორის იყო წარწერა: "Borchali is ancient Azerbaijan land" და სხვა. ასევე დაფიქსირდა ქართული დროშის დაწვის ფაქტიც.
სანამ ქვეყანაში გაუგებარი დაუსჯელობის პრეზუმპციით სარგებლობს პროვოკატორთა ბრბო - არა მხოლოდ რუსეთის დროშა, გამოცდილი "ქოუჩის" მითითებით, ტაო-კლარჯეთზე ნიანგის ცრემლების ღვრით, ვიღაცამ შეიძლება თურქეთის დროშაზე იძალადოს. მერე, ვიღაც უფრო "პრადვინუტმა" უცებ ლორის პროვინცია გაიხსენოს და ასევე პროვოკაციის მიზნით სომხეთის დროშა აიყვანოს სამიზნეში. თუ ასეთი მეთოდებით ვინმე ამჟღავნებს რუსოფობიურ პატრიოტიზმს იმ აგრესიული მეზობლის მიმართ, რომელიც ამ ეტაპზე შენი ქვეყნის "მხოლოდ 20%-ის ოკუპანტია", და თანაც 40 ათასი სანქციის თუ საერთაშორისო "ნონ-გრატა" სახელმწიფოდ გამოცხადების ფონზე უკვე ფეხებზე ჰკიდია, ვინ რას ეტყვის, როდესაც ის როდის უნდა და სად უნდა შეიჭრება - დასაჯარიმებელი კი არა, "ვირის აბანოშია" შესაგდები“,-წერს დავით ქართველიშვილი.