1758568351
ახალგაზრდა ფეხბურთელი გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბი „ოდიში“ ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაიცვალა ოდიშის ყოფილი მოთამაშე მალხაზ ეხვაია. კლუბის სახელით დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.