დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის მმართველობის დროს, "ლუკოილს" ასობით მილიონის ტენდერები აქვს მოგებული. წლობით, "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში" შესვლის პრობლემა რომ ჰქონდა რუსეთს - ომის მერე, ოკუპაციისათვის მადლიერების ნიშნად - მიშამ შეიყვანა სწორედ

davit qartvelishvili

„მხოლოდ „ლუკოილით“ რატომ შემოიფარგლება სააკაშვილი? რუსეთის ხორბლით გამომცხვარ პურს რატომ არ გვიკრძალავს საკვებად? ან რუსეთის კომპანიების მიერ გამომუშავებული ელექტროდენით სარგებლობას? ან ონკანიდან წყლის დალევას?“ - ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ არ ჩაასხან საწვავი „ლუკოილში“.

„Mikheil Saakashvili -მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ნუ ჩაასხამთ საწვავს „ლუკოილში“. ჩვენ ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ. „ლუკოილში“ შეუძლია ჩაასხას „ალტ-ინფოს“ და ივანიშვილის ხელის ბიჭებს. ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს. მიშას მმართველობის დროს, "ლუკოილს" ასობით მილიონის ტენდერები აქვს მოგებული. წლობით, "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში" შესვლის პრობლემა რომ ჰქონდა რუსეთს - ომის მერე, ოკუპაციისათვის მადლიერების ნიშნად - მიშამ შეიყვანა სწორედ. პუტინმა - ცოტა არისო, გავიგეო ვლადიმეროვიჩ, სააკაშვილმა - და ცალმხრივად სავიზო რეჟიმი გააუქმა ოკუპანტს. დღეს კი, მხოლოდ „ლუკოილით“ რატომ შემოიფარგლება სააკაშვილი? გავიგეთ, რომ შვედური წარმოების ფაფებით „შიმშილობს უვადოდ“ - მაგრამ რუსეთის ხორბლით გამომცხვარ პურს რატომ არ გვიკრძალავს საკვებად? ან რუსეთის კომპანიების მიერ გამომუშავებული ელექტროდენით სარგებლობას? ან ონკანიდან წყლის დალევას? P.S.: რაც შეეხება მოწოდების ადრესატებს: „ჩემს თანამემამულეებსო“ - მე მგონი, ქვეყანა შეეშალა“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.