დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიას: ნუთუ არ გაქვს მაგალითი უკრაინელი კოლეგას სახით, რამდენჯერ იყო ჩამოსული უკრაინელი პატიმრის მოსანახულებლად, იქ კი - ასობით შენი მოქალაქე მოგმართავს: დაგვეხმარე

დავით

„საომარ მდგომარეობას ნუ მოიმიზეზებ - შენივე იდეოლოგიური დები და ძმები, ყოველდღე სოციალურ ქსელებს კიევსა და ლვოვში გადაღებული სელფებით ავსებენ. ჩადი, გაუშვი ვინმე - მიბაძე უკრაინელ ომბუდსმენს! ან რა საქმე გაქვს მეტი?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიას. 

„როდესაც რუსეთის პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი სკანდალების ფონზე, გასაჯაროვდა ინფორმაცია ქართველ პატიმრებთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების ფაქტების თაობაზე, გასაგებია - ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას მოიმიზეზებდით.

მაგრამ, როდესაც ქართველი პატიმრებით გავსებული უკრაინის პენიტენციური სისტემიდან დახმარებისა და ყურადღების თაობაზე ისმის ღაღადი - პირადად არ გინდა, მაგრამ ის შენი უსაქმური, „დარტანიანივით“ ულვაშა-მოადგილე მაინც გაუშვი შენი მოქალაქეების ბედით დაინტერესების მიზნით.

ნუთუ არ გაქვს მაგალითი, შენი უკრაინელი კოლეგა-ქალბატონის სახით, თუ რამდენჯერ იყო ჩამოსული საქართველოში ერთადერთი უკრაინელი პატიმარის მასანახულებლად, იქ კი - ასობით შენი მოქალაქე მოგმართავს: დაგვეხმარე!!! საომარ მდგომარეობას ნუ მოიმიზეზებ - შენივე იდეოლოგიური დები და ძმები, ყოველდღე სოციალურ ქსელებს კიევსა და ლვოვში გადაღებული სელფებით ავსებენ. ჩადი, გაუშვი ვინმე - მიბაძე უკრაინელ ომბუდსმენს! ან რა საქმე გაქვს მეტი?

საქართველოში პატიმრებს ციხეებში არავინ აუპატიურებს, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით აღარავის უშვებენ, ტალევიზიებს არ ხურავენ და არც არბევენ - როგორც ამას უკრაინაში აკეთებენ, იგივე უკრაინის მაგალითზე - ოპოზიციურ პარტიებს საბითუმო ოდენობით არ ხურავენ, ბიზნეს არ ატერორებენ, არჩევნებს არ აყალბებენ.

გასაგებია, რომ უსაქმურად ზიხართ, „იძი-ნა-დვიჟენიობთ“, საბიუჯეტო მილიონებს ფლანგავთ და რაღაც გასართობ ფეიკებს აზიარებთ, თავის უსაქმურ მოადგილესთან ერთად - მაგრამ რეალური გაუბედურებული ადამიანების ცოდვა ერთხელაც მეწყერივით დაგეწევათ“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.