დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი და აგენტოკრატების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა, ამჟამადაც ამერიკას სთხოვს - არ დაბრკოლდე, დაიკიდე ეს ქვეყანა, საკუთარი ინტერესები დაიცავიო

დავით ქართველიშვილი

"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, აშშ-მა უნდა განახორციელოს ზემოქმედება „ქართული ოცნების“ პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ხაზარაძე მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი და აგენტოკრატების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა და ამჟამადაც ამერიკას სთხოვს - არ დაბრკოლდე, დაიკიდე ეს ქვეყანა, საკუთარი ინტერესები დაიცავიო.

"ძველი კომკავშირელი ზონდერი, სააკაშვილის ბიზნეს-რეიდერი, ვადაგასული თაღლითი და წარმატებული ჯაშუში - რომელსაც არასდროს აზრადაც არ მოსვლია, საქართველოს ინტერესების დაცვა. ზეწოლა ეროვნულ მოძრაობაზე, ზეწოლა სააკაშვილისთვის მიუღებელ ბიზნესმენებზე, ზეწოლა სოციალურად დაუცველ რიგით მოქალაქეებზე და ზოგადად - ზეწოლა საქართველოზე, რომელსაც განსაკუთრებული ზიზღით ვერ იტანს და დაუნდობლად ებრძვის. მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი და აგენტოკრატების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა, ამჟამადაც ამერიკას სთხოვს - არ დაბრკოლდე, დაიკიდე ეს ქვეყანა, საკუთარი ინტერესები დაიცავიო. უსამშობლო, გამყიდველი, ჯაშუში - საქართველოს ღალატში ღვაწლმოსილი რეციდივისტი - რასაც არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდება...", - წერს დავით ქართველიშვილი.