„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
„პარტიებს რომ დავანებოთ თავი - მათი "ახალგაზრდული მოძრაობები", ომბუდსმენის მიერ მკვებავი "დაჯგუფებები", არასამთავრობო სექტორის უმეტესი ნაწილი, ე.წ. მედიასაშუალებები, ტროლების, ბოტების არმია - დღეს დასდევს ნებისმიერ პოსტს თუ კომენტარს, რომელიც ეხება საქართველოს EU-ს შემადგენლობაში გაწევრიანების მისწრაფებას - დედის გინებით, დაცინვით, "და-ჰა-ჰა-ვებით"- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ბაია პატარაიას მიერ ფეისბუქზე გამოხატულ რეაქციას.
„მართალია, საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მაძიებლობის მოწინააღმდეგეთა "ძრომიალი" სხვადასხვა ევროპულ პლატფორმებზე იმდენად გამჭირვალე არაა ჩვენთვის - საქართველოს ევროპული გზის გულშემატკივრებისთვის - ამის შესახებ მაინც მოგვდის გამაოგნებელი და სამარცხვინო ინფორმაციები. მაგრამ სოციალური ქსელების მეშვეობით ეს ძირგამომთხრელი პროცესი უფრო თვალსაჩინოა ჩვენთვის. გაშმაგებული ენთუზიაზმით, ჯოჯოხეთური "და-ჰა-ჰა-ვებით" ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე მყოფნი ეს კოლექტიური "პავლიკ მოროზოვები" ისეთი ძალისხმევით ხერხავენ საკუთარ მკვებავ ტოტს - რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია - რომ მათ შეურაცხადობაში არანაირი ეჭვი აღარ გეპარება. ე.წ. პარტიებს რომ დავანებოთ თავი - მათი "ახალგაზრდული მოძრაობები", ომბუდსმენის მიერ მკვებავი "დაჯგუფებები", არასამთავრობო სექტორის უმეტესი ნაწილი, ე.წ. მედიასაშუალებები, ტროლების, ბოტების არმია - დღეს დასდევს ნებისმიერ პოსტს თუ კომენტარს, რომელიც ეხება საქართველოს EU-ს შემადგენლობაში გაწევრიანების მისწრაფებას - დედის გინებით, დაცინვით, "და-ჰა-ჰა-ვებით", გადაკარგული რუსული სოფლის დისკოტეკის საუკეთესო ტრადიციებში, სადაც ყოველ ჯერზე ცდილობენ ინტელექტს თავზე ცარიელი არყის ბოთლი გადაამტვრიონ.
ან რა აზრი აქვს ამ "быдло"-სთან ოპონირებას ან დებატებს - ბულგაკოვის ნაწარმოების ცნობილი გმირის, შვონდერის ამალასავით რომ დაეთრევიან ევროპული გეზის მიმდევართა კედლებსა და სტატუსებზე და "ინტერნაციონალის" ბღავილით ცდილობენ დასავლეთის დარწმუნებას რომ იქ, სადაც მსგავსი "быдло" დღეს საქართველოში "ბომონდს" წარმოადგენს - ამ ქვეყნის ადგილი EU-ს რიგებში არაა. სულ ცოტა ხანში უამრავ კითხვას გაეცემა პასუხი - მოთმინებით აღვივსოთ!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.