იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?
1735329431
როგორც ევროსაბჭოს, ასევე სრულიად მსოფლიო საზოგადოებას, ვინც დაინტერესებულია საქართველოში არჩევნების ბედ-იღბლით, გვინდა ვუთხრათ, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი დემოკრატიული ხარისხით, გამჭვირვალედ და ყველა იმ სტანდარტის მაქსიმალური დაცვით ჩატარდება, რაც არის არჩევნებისთვის განკუთვნილი დემოკრატიულ სამყაროში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ამას აუცილებლად დააფიქსირებენ და გაწერენ თავიანთ ანგარიშში გრძელვადიან მისიებში მყოფი მონიტორინგის ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს.
რაც შეეხება რადიკალების სურვილებს, მათი მედროშე სალომე ზურაბიშვილის სურვილებს, საქართველოში ომის გაჩაღების და ცეცხლის დანთების სურვილებს, მინდა მათი მოლოდინები გავაწბილო აუცილებლად, რადგან უკვე არჩევნებამდე სახეზე არის შემდეგი მოცემულობა: დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა ელექტორატისგან „ქართული ოცნების“ და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ორ პარტიას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გადალახოს ბარიერი და შევიდეს საქართველოს პარლამენტში.
ამ მოცემულობით ხელისუფლებას აკომპლექტებს რა თქმა უნდა „ქართული ოცნება“, უკეთეს ვარიანტში საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს „ქართული ოცნება“ და შევასრულებთ ყველა იმ პირობას, რომელსაც ჩვენ დღეს ვაძლევთ საზოგადოებას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.