დავით მათიკაშვილი ვანო ჩხიკვაძეზე: ჩვენ ამ პიროვნებისგან გვახსოვს ვაშინგტონშიც კონკრეტულ სხდომაზე საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები

დავით მათიკაშვილი

ჩვენ ამ პიროვნებისგან გვახსოვს ვაშინგტონშიც კონკრეტულ სხდომაზე საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად ვანო ჩხიკვაძე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს.

„ბატონი ვანო იქაც ითხოვდა დასჯას, იქაც ითხოვდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ აქტიურ არსებით ქმედებებზე გადასვლას. დღესაც ითხოვს, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სახელისუფლებო გუნდს სოროსის ფონდის სტაჟიანი თანამშრომლის ვანო ჩხიკვაძის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ უკვირს. ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მსგავსი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსების შესახებ.