ჯარიმა 6000 ლარია - ნახეთ, ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1756965025
ვერ იყოფენ იმ თანამდებობებს, რომლებიც აღუსრულებელი ოცნებაა. უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ ამიტომაც ხდება რღვევის შეუქცევადი პროცესები, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ ქაოსთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს არაფერი აერთიანებთ გარდა ქვეყნის სიძულვილისა.
„როდესაც არანაირი ღირებულებითი ერთობა არ გააჩნიათ ადამიანებს და ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ ეს არის საკუთარი ქვეყნის მიმართ სიძულვილი ბუნებრივია, რომ იქ რღვევის პროცესი არის ძალიან ლოგიკური. ეს უკვე დიდი ხანია დაწყებულია, დღეს არ დაწყებულა. ისინი ვერ იყოფენ იმ თანამდებობებს, რომლებიც ჯერ კიდევ უკიდურეს მოლოდინშია მათთვის და აღუსრულებელი ოცნებაა. ერთმანეთს აბრალებენ აბსოლუტურად ყველაფერს. ხელს აწერენ ყველაფერზე. ვნახეთ ბევრი მაგალითი ამორალური ქმედებებისაც კი ერთმანეთის მიმართ. ასე, რომ უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის პრაქტიკულად უუნარობა პოლიტიკურ ველზე რაიმე ფორმით წარმატებას მიაღწიონ ამიტომაც ხდება რღვევის შეუქცევადი პროცესები“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.