7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
ინფორმაციის გამავრცელებელს მოუწევს იმის მტკიცება, მისი გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, თუ არა, - განაცხაად საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
„ინფორმაციის გამავრცელებელს მოუწევს იმის მტკიცება, მისი გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, თუ არა. გარკვეულწილად იქნება პრევენცია იმისთვის, რომ შემდგომში, ეს ძალიან მძიმე მოვლენა, რომელსაც ადამიანისთვის ტყუილის დაბრალება ჰქვია, იგივე ცილისწამება, იქნეს გააზრებული, სანამ მსგავს განცხადებას გააკეთებენ. ამავდროულად, ცვლილება შედის სამოქალაქო-საპროცესო კოდექსში და დგინდება შემჭიდროებული ვადები მსგავსი საკითხების განხილვის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.