ავარია ხაშურის გასასვლელთან - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1751646615
ეუთო-ს რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მტკნარი სიცრუე გაავრცელეს, თითქოს ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის ტექსტს, რომელიც ჯო უილსონის შესწორებებისა და დამატებების შემდგომ ტყუილებით იყო გაჯერებული. რა თქმა უნდა, ჩვენმა დელეგაციამ ამას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას და მათ რუპორ პარტიულ ტელევიზიებს აბსოლუტურად ყველაფრის კადრება შეუძლიათ რამდენიმეწუთიანი ყიჟინის გამო“.
„ყველაფერზე ხელის მომწერი და ყველაფრის მკადრებელი არიან. ეუთო-ს რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მტკნარი სიცრუე გაავრცელეს, თითქოს ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის ტექსტს, რომელიც ჯო უილსონის მიერ გაკეთებული შესწორებების და დამატებების შემდგომ ტყუილებით იყო გაჯერებული. არადა, რეალურად იყო გარკვეული მოლაპარაკება, შესაბამისი ცვლილებები შევიდა ქართული მხარის ინიციატივით ამ ტექსტში, რაც გულისხმობს სირიის მხრიდან აღიარების უკან გაწვევას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. პრაქტიკულად ყველაფერი მზად როცა იყო, რათა მართლაც მხარი დაეჭირა ქართულ დელეგაციას ამ ტექსტისთვის, ცალკეული ქვეყნების – ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ – და ჯო უილსონის ამ ოდიოზური „დიფ სთეითის“ ხელით მოხდა ისეთი ცვლილებების ინიცირება, რაც პირდაპირპროპორციულად საწინააღმდეგოა იმ რეალობის, რაც საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენმა დელეგაციამ ამას მხარი არ დაუჭირა. მიუხედავად ამისა, მაინც გავრცელდა სრული ტყუილი, ცოტა ხანი ყიჟინა დასცეს რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა საკუთარ სისულელეზე, რომელსაც მოკლე ფეხები აღმოაჩნდა და მალევე გამომჟღავნდა ეს სიცრუე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამასთან, როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ეუთო-ს მნიშვნელოვან ფორუმზე საზოგადოებამ ერთმანეთისგან გამომრიცხავი ორი მნიშვნელოვანი თეზა იხილა.
„ერთი, რომ თვითონ ეუთო გახლავთ პასუხისმგებელი ორგანიზაცია არჩევნების შედეგებზე დასკვნის გაკეთების. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა დასკვნა დაიდო 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ აღიარა, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, რომ „ქართული ოცნება“ არის არჩეული მთავრობა. ეუთო-ს გენერალური მდივნის კიდევ დამატებითი განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია არ იყენებს იმ მნიშვნელოვან მანდატს, რომელიც საზოგადოების ნაწილმა მას მიანიჭა, არ მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლის, რომელიც თვითონ უშუალოდ აკვირდებოდა არჩევნებს საქართველოში და მან გაიხსენა, რომ არჩევნების მეორე დღეს, როდესაც დამკვირვებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს რეალური ფაქტები, რაც ეხებოდა არჩევნებს, არანაირი, იოტისოდენა საფუძველიც არ არსებობდა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები ყოფილიყო, რომ იყო იდეალურად ორგანიზებული არჩევნები და საერთოდ გაყალბებაზე არანაირი საუბარიც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ სიმართლის საპირისპიროდ, ჯო უილსონის, რომელიც ხოშტარიას, ზურაბიშვილის წყაროებს ეყრდნობა მხოლოდ და ფაქტები არ აინტერესებს, და კიდევ რამდენიმე ქვეყნის დელეგაციების მხარდაჭერით, რომელთაც სოლიდური წარმომადგენლობა გააჩნიათ ამ ფორუმზე, მოხდა ამ ტყუილი ინფორმაციის შეტანა რეზოლუციის ტექსტში“, – განაცხადა მათიკაშვილმა
მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773