ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
საქართველოს მხარდამჭერთა და ნამდვილ მეგობართა რიცხვი ევროკავშირში მზარდია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ეს არ არის მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი, არის სხვა სახელმწიფოები: რუმინეთი, იტალია, ესპანეთი, მათ ყველამ ის პოზიცია დაიკავეს, რაც იყო სწორი, მეგობრული, სამართლიანი და რაც რეალურად ფაქტებიდან გამომდინარეობდა, რაც საქართველოში ხდება და ეს არის არჩევნები, არჩევნების შემდგომი ან არჩევნებამდელი ვითარება, ის უწყვეტი ჩარევის მცდელობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იყო ამ ხუთი სახელმწიფოს მიერ გააზრებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872