დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურას ქვეყანაში არანაირი დასაყრდენი არ აქვს, ის ცდილობს პრობლემები ხელისუფლებას შეუქმნას

დავით მათიკაშვილი

იყო მცდელობა ჩვენი ქვეყანა ჩაერთოთ დამანგრეველ ავანტიურაში, საიდანაც საქართველო შეიძლება საერთოდ ვეღარ გამოსულიყო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში”.

„როდესაც აგენტურას ქვეყანაში არანაირი დასაყრდენი არ აქვს, როდესაც ეს აგენტურული ძალები, ხომ მართლაც ასეა, პირდაპირ ჩანს შეუიარაღებელი თვალით, რომ კონკრეტული რადიკალური ძალები საქართველოში მოქმედებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან არსებული დავალებების საფუძველზე, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ქვეყნის ხელისუფლებას შეუქმნან რაღაც პრობლემები. ანუ ხალხს, ერს შეუქმნან ის პრობლემები, რომლებიც ვერ შექმნეს სამი წლის წინ მაშინ, როდესაც იყო მცდელობა, იყო აგორებული ზღვა კამპანია საქართველოს, მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოთ საქართველოსთვის დამანგრეველ ავანტიურაში, საიდანაც საქართველო შეიძლება საერთოდ ვეღარ გამოსულიყო, როგორც სუვერენული სახელმწიფო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, სამ ყოფილ საბჭოთა კავშირის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს ვერანაირი შედეგი ვერ ექნება.

„დღეს ეს სამი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე მაქვს საუბარი... ან ვის აშინებენ ამ რაღაც გაუგებარი სანქციებით, ან მათი სანქცია, რომ ვერანაირად ვერ იმოქმედებს საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე, ლაშა ტალახაძეს რომ აგრესიულს უწოდებენ და ეყრდნობიან თავისივე ქვეყნის ესტონური „გამჭვირვალეობა საქართველოს“ დამოძღვრას - ამ ყველაფრის ფონზე ვერანაირი შედეგით, რომ ვერ იქნება განპირობებული ეს სანქცია თვითონ ძალიან კარგად იციან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის განცხადებით, ახლა არის მცდელობა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან მსგავსი უსაგნო, არაფრის მომცემი და, ამავდროულად, საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობისთვის დამაზიანებელი ნაბიჯები გადაადგმევინონ „დიფ სთეითის“ მყარ პარტნიორობაში მყოფ ძალებს.

„ეს საქართველოს ვერ დააზიანებს. ერთადერთი, რაც შეიძლება დააზიანოს ეს არის, სამწუხაროდ, ურთიერთკავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.