გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
მიიღებენ დავალებას არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ? - მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად თუ არ ექნებათ ასეთი დავალება - დარჩებიან სახლში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიციაში არეულობაა.
„რადიკალი ოპოზიციონერები არ წარმოადგენენ თავიანთი გადაწყვეტილების შემსრულებელ პირებს - ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ სხვა ქვეყნებიდან. ფაქტია, რომ შიგნით არეულობაა. ვერ ჩამოყალიბებულან ერთიან შეხედულებაზე. ერთმანეთს აბრალებენ იმ ფიასკოს, რომელიც განიცადეს საქართველოში. მიიღებენ დავალებას არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ? - მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად თუ არ ექნებათ ასეთი დავალება - დარჩებიან სახლში. ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, რადიკალური ოპოზიციონერები პოლიტიკურ სანაგვეზე უკვე დიდი ხანია არიან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.