დავით მათიკაშვილი: რადიკალების სურვილია საქართველოს უბედურება, ამიტომაა, რომ 2012 წლიდან დღემდე რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოში გამარჯვება ვერ მოიპოვა

დავით მათიკაშვილი

რადიკალების სურვილია საქართველოს უბედურება, ამიტომაა, რომ 2012 წლიდან დღემდე რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოში გამარჯვება ვერ მოიპოვა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რადიკალებს 2012 წლიდან დღემდე სულ აქვთ მცდელობა, რომ არჩევნების წაგების შემდეგ შედეგები დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მათ ვერ მოიგეს არჩევნები.

„ისინი წაგებული არჩევნების შემდეგ მუდმივად ამბობენ, რომ რაღაც ვერ შედგა ისე, უწოდებენ არალეგიტიმურს, ამბობენ, რომ სადღაც დაირღვა კანონი, მაგრამ საქმე რაშია იცით, ერთი მტკიცებულებაც არასდროს წარუდგენიათ და ასე აღქმების დონეზე უნდათ, რომ საზოგადოებამ აღიქვას მათი სურვილები. რეალურად, მათი სურვილები არის ქვეყნის, საქართველოს უბედურება. ამიტომ არის 2012 წლიდან დღემდე, რომ კიდევ ერთხელ, რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოში გამარჯვება ვერ მოიპოვა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.