იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?
1735329431
ქვეყნის მოსახლეობის იმ უდიდესი ნაწილისთვის, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, სალომე ზურაბიშვილის სურვილები, ტექნიკური მთავრობები და მათი დავალების მიმცემების კაპრიზები ქვეყნის ფარგლებს გარედან, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
მისივე თქმით, მოსახლეობა გადაწყვეტილებას ქვეყნის ამოცანებიდან გამომდინარე მიიღებს.
„სალომე ზურაბიშვილისა და მისი გეგმების მიმართ არსებული დამოკიდებულება, აქაც შეგვიძლია გავყოთ ორად. ერთი არის, რომ საზოგადოებისთვის რეალურად, ქვეყნის მოსახლეობის იმ უდიდეს ნაწილისთვის, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, სალომე ზურაბიშვილის სურვილები, ტექნიკური მთავრობები და მათი დავალების მიმცემების კაპრიზები, ქვეყნის ფარგლებს გარედან აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის ამოცანებიდან გამომდინარე და არა ვიღაც მეგობრად დარქმეული ჩვენი პარტნიორის სურვილებიდან გამომდინარე.
მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის საქციელის ლუსტრირება ხდება კიდევ ერთხელ ძალიან კარგად. მათთვის საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოების შეხედულება არაფერს ნიშნავს“, - აღნიშნა მან.
დავით მათიკაშვილის თქმითვე, სალომე ზურაბიშვილი ერთი მხრივ კონსტიტუციას არღვევს, ფეხქვეშ თელავს, მეორე მხრივ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, მობილიზებული ძალების გაერთიანების სათავეში დგას დროშით ხელში.
„ადამიანი, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია, მისცა მანდატი. იმისთვის მისცა ეს მანდატი კონსტიტუცია დაეცვა და თავისი ზეპარტიული როლი შეესრულებინა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სალომე ზურაბიშვილმა ეს ყველაფერი ამოატრიალა, კონსტიტუციაც დაარღვია, ქვეყნის ბედ-იღბალი, ბოდიში საზოგადოებასთან, ფეხზე დაიკიდა და საქართველო, როგორც ასეთი, რაღაც ძალებისთვის მსხვერპლშეწირვის საგნად აქცია და თანხმობა გამოხატა“,- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.