დღეს სარკისებური თარიღია - გადატვირთეთ თქვენი ცხოვრება და აისრულეთ სანუკვარი სურვილები
1760040007
ქვეყნის ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ, სწორმა ეკონომიკურმა წინსვლამ და იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ, გამოიწვია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა სწორედ ქვეყანაში დაფიქსირებულმა მკაფიო ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია.
„ხდება კონცენტრირება ბიუჯეტის სახსრებისა იმ მიზნებისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. იმ მოცემულობაში როდესაც ევროპის წამყვანი დემოკრატიულ ქვეყნებში არის რეცესია და პრაქტიკულად არ არსებობს ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ქვეყანაში დაფიქსირებულია მკაფიო ეკონომიკური ზრდა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ და რაც აისახა ქვეყნის სამომავლო ბიუჯეტზე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
პარლამენტში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი სხდომის ფარგლებში 2026 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.