1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
გამოძიების ის საჯარო პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სააკაშვილის სადისტურმა ხელისუფლებამ, რეჟიმმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“.
„გამოძიების ის საჯარო პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სააკაშვილის სადისტურმა ხელისუფლებამ, რეჟიმმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა ქართველი ხალხის, საქართველოს წინააღმდეგ. ეს მტკიცებულებები ერთად შეგროვდება, სარჩელს დაერთვება და გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსამართლეთა განსახილველი იქნება საბოლოო გადაწყვეტილების ჭრილში, უნდა აკრძალოს თუ არა ასეთი პარტიები. ის პარტიებიც, რომლებიც აფილირდებიან აკრძალულ პარტიებთან, არც მათი ადგილი იქნება პოლიტიკურ არენაზე. ეს არის დემოკრატიული, ევროპული პრაქტიკა. აქ ქართული მხარე არაფერ ახალს და ნოუჰაუს არ ქმნის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს.