დავით მათიკაშვილი: გამოძიება, რომელიც ჯო უილსონის მიმართ წარმოებდა, ადასტურებს მისი მხრიდან ქრთამის სანაცვლოდ გარკვეული მოქმედებების შესრულებას, რასაც „ნაცმოძრაობის“ დაფინანსებითაც აკეთებდა

დავით მათიკაშვილი

ახლა ამერიკული პრესა საუბრობს გამოძიებაზე, რომელიც რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენ ჯო უილსონის მიმართ წარმოებდა,  უკვე საუბარია არა ლეგალურ ლობიზმზე, არამედ ისეთ კორუფციულ გარიგებაზე, რომელიც აშშ-ში აკრძალულია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პირდაპირ ადასტურებს ჯო უილსონის მხრიდან ქრთამის აღების სანაცვლოდ გარკვეული მოქმედებების შესრულებას, რასაც „ნაცმოძრაობის“ თხოვნითა და დაფინანსებით საქართველოსთან მიმართებითაც აკეთებდა.

„ჯო უილსონი არაერთხელ იყო მხილებული საქართველოს მიმართ თავდასხმაში. „ფარას“ ვალდებულებების შესაბამისად, ვნახეთ, რომ „ნაცმოძრაობიდან“ ფულს იღებდა. ანუ, „ნაცმოძრაობის“ ცრუ ნარატივის გამჟღავნებელი იყო. ახლა ამერიკული პრესა საუბრობს გამოძიებაზე, რომელიც რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენ ჯო უილსონის მიმართ წარმოებდა. უკვე საუბარია არა ლეგალურ ლობიზმზე, რაც „ფარას“ საშუალებით ნათელი ხდება ხოლმე, არამედ ისეთ კორუფციულ გარიგებაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში აკრძალულია. არსებული ინფორმაცია უკვე პირდაპირ ადასტურებს ჯო უილსონის მხრიდან ქრთამის აღების სანაცვლოდ გარკვეული მოქმედებების შესრულებას, რასაც ის „ნაცმოძრაობის“ თხოვნითა და დაფინანსებით საქართველოსთან მიმართებითაც არაერთგზის აკეთებდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ProPublica-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FBI იძიებდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რომლის ფიგურანტები იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენები ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი.

✕