დავით მათიკაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: პრესსპიკერის განცხადება წარმოადგენს უხეშ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმაა

დავით მათიკაშვილი

პრესსპიკერის განცხადება წარმოადგენს უხეშ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმაა, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატებს ქართულ სამართალწარმოებაში ჩარევის მცდელობა აქამდეც არაერთხელ ჰქონდათ.

„გერმანიის ყოფილი ელჩის დასწრება სასამართლო პროცესებზე იყო ამის პირდაპირი დასტური. დღეს, მაშინ, როდესაც ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულება განიხილავს არაკონსტიტუციურობის საკითხს იმ პარტიების, რომელთა საქმიანობის ძირითად მიზანს სწორედ კონსტიტუციის ნგრევა, ქვეყნის წეს-წყობილების არაღიარება და საფუძვლების ნგრევა წარმოადგენს, ვხედავთ უპრეცედენტო, ძალადობრივი ჩარევის მცდელობას ქართულ მართლმსაჯულებაში. მაშინ, როდესაც სხვადასხვა კანდიდატ ქვეყანაში ათობით პარტიას აუქმებენ იქ ხმას არავინ იღებს, ჩვენს შემთხვევაში არის აშკარა და ხაზგასმითი მცდელობა, თავს დაესხან ქართულ მართლმსაჯულებას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და პასუხის გარეშე არ დავტოვებთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

კრისტიან ვიგანდის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს.

✕