დავით მათიკაშვილი: ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შედგა გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შორის, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული

 დავით მათიკაშვილი

ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შედგა გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შორის, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული. ამის შესახებ ჩვენც და ფრანგულმა მხარემაც შესაბამისი საჯარო განცხადებები გააკეთა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„იყო საუბარი დიალოგზე. დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, დიალოგი არის ის მიმართულება, რომლის არ არსებობა პირველ რიგში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე შეიძლება მეტყველებდეს, ამიტომ დიალოგის არ არსებობა რა თქმა უნდა ამ პოზიტიურ ურთიერთობაში, სადაც საქართველოს გაცხადებული სურვილი არის ევროკავშირში შესვლა, ხოლო ევროკავშირის სურვილია საქართველოსთან მიმართებით შესაბამისი ნაბიჯები და პროცესები წარმართოს, რა თქმა უნდა საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ პოზიტიური ვერაფრით ვერ იქნება, თუკი დიალოგი არ არის.

არსებობს მოცემულობა დღეს პოლიტიკური მდგენელი საქართველოში, რასთან მიმართებითაც შემდგარი, უკვე არსებული ფაქტი, რომლის გარშემოც დიალოგი ან ფაქტს ვერანაირად ვერ შეცვლის, მაგალითად ეს არის არჩევნები საქართველოში. დიალოგის რეჟიმი და დიალოგთან მიმართებით არსებული საუბრები, ცხადია არის აბსოლუტურად რელევანტური, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მას, თუ რაზე გვექნება დიალოგი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.