1738930726
დავით მათიკაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე: ეს არის ეფექტური მექანიზმი ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით. დანარჩენი არის სპეკულაცია
![დავით მათიკაშვილი დავით მათიკაშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2024/08/27/96654/davit-matikashvili_w_h.jpeg)
ყველა ცვლილება ემსახურება ეფექტური მექანიზმების სრულყოფას. ეს არის ეფექტური მექანიზმი ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით. დანარჩენი არის სპეკულაცია, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.
„ყველა ცვლილება ემსახურება ეფექტური მექანიზმების სრულყოფას სახელმწიფოსთვის იყოს პრევენციულად თავიდან არიდებული ის საფრთხეები, რომელსაც დესტრუქცია და სამართალდარღვევაზე ორიენტირებული მცირე ჯგუფი ადამიანებისა ცდილობს უკვე დიდი ხანია. ეს არის ეფექტური მექანიზმი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით. დანარჩენი არის სპეკულაცია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, აიკრძალა დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. გაიზარდა სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის.