დავით მათიკაშვილი "აბრეშუმის გზის ფორუმის" შესახებ: საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი ქვეყნის როლი კიდევ უფრო მეტად იკვეთება

მათიკაშვილი

თბილისი რიგით მეხუთე "აბრეშუმის გზის" ორ დღიან ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ფორუმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი.

"საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი ქვეყნის როლი კიდევ უფრო მეტად იკვეთება. ჩვენ ვუსურვებთ ყველას წარმატებულ შეხვედრებს და განხილვებს. გვაქვს აბსოლუტურად სრული მოლოდინი იმის, რომ ისევე როგორც აქამდე, ეს ფორუმი წარმატებით დაასრულებს თავის საქმიანობას," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ფორუმს მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები - საერთო ჯამში, 2 ათასამდე დელეგატი დაესწრება.