დავით კოდუა: 12 წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ - შევქმენით თანამედროვე ევროპული ინფრასტრუქტურა, ავაშენეთ უამრავი სოციალური ობიექტი და რა თქმა უნდა მომავალშიც ამბიციური გეგმები გაქვს

დავით კოდუა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია წარმატებული იყო. მისი თქმით, 26 ოქტომბერი იქნება სამთვიანი მოღვაწეობის შედეგი.

„მე ყოველთვის მხარს დავუჭერ მშვიდობას. ჩვენს ჩვენს რეგიონთან გვაკავშირებს გაკეთებული საქმეები. 2012 წლამდე ჩვენი რეგიონი იყო გაპარტახებული როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე სოციალური პროგრამების კუთხით. არ იყო შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას ღირსეულად ეცხოვრა. ბოლო 12 წლის განმავლობაში უამრავი პროექტი განხორციელდა. შემიძლია ზუგდიდის მაგალითზე გითხრათ, რომ 48-ე სოფელში იმდენად კეთილმოწყობილი გვაქვს ინფრასტრუქტურა, რომ 2012 წლამდე პერიოდთან შედარებაც კი ზედმეტია. ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. შევქმენით თანამედროვე ევროპული ინფრასტრუქტურა, ავაშენეთ უამრავი სოციალური ობიექტი და რა თქმა უნდა მომავალშიც ამბიციური გეგმები გაქვს“, - აღნიშნა დავით კოდუამ.