დავით გაბაიძე: დღეიდან ორ-კვირიანი ვადა აქვს პრეზიდენტს, რომ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან გაიაროს კონსულტაცია, წარმოადგინოს მთავრობის თავმჯდომარე და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები

დავით გაბაიძე

იმის გათვალისწინებით, რომ სხდომის ჩანიშვნის ვალდებულებაც ჰქონდა პრეზიდენტს და მის მიერ არ იყო კონსტიტუციის ეს ნორმა დაცული, შესაძლებელია კიდევ ერთი ნორმა დაირღვეს მის მიერ, რაც უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციას და მთავრობის თავმჯდომარის წარმოდგენას გულისხმობს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ.

მისი თქმით, ეს თუ ასე მოხდება, მთავრობა ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ აგრძელებს მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე.

„კიდევ ერთი მთავარი მოვლენა, რომელიც წინ გველოდება, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება. უფლებამოსილების ცნობიდან, ანუ დღეიდან უკვე ორ-კვირიანი ვადა აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ის ვალდებულია, რომ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან გაიაროს კონსულტაცია, შემდეგ წარმოადგინოს მთავრობის თავმჯდომარე და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები, რომელსაც უმაღლესი საბჭო უყრის კენჭს.

იმის გათვალისწინებით, რომ სხდომის ჩანიშვნის ვალდებულებაც ჰქონდა პრეზიდენტს და მის მიერ არ იყო კონსტიტუციის ეს ნორმა დაცული, შესაძლებელია კიდევ ერთი ნორმა დაირღვეს მის მიერ, რაც უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციას და მთავრობის თავმჯდომარის წარმოდგენას გულისხმობს. ეს თუ ასე მოხდება, მთავრობა ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ აგრძელებს მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე. მაშინ ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენ დაველოდოთ საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევას. არჩევნების ვადებიც უკვე დაანონსდა საქართველოს პარლამენტის მიერ“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.