დავით ჩიხელიძე- ნანულის შვილობა არ ნიშნავს ინდულგენციას — კანონი ყველასთვის ერთია. თუ დაიცავ წესებს, თავისუფლად გადაადგილდები, არავინ შეგაფერხებს, ხოლო თუ დაარღვევ, სტატუსი არ გაგათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან

დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, საბა კოდუას ავტომობილის გადამოწმების მიზნით დათვალიერების ფაქტს გამოეხმაურა.

ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ კანონი ყველასთვის ერთია, „არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვეულებრივი მოქალაქე იქნება თუ ნანული, არტილერია ჟორჟოლიანის შვილი! მანქანაში იარაღის მსგავსი საგნის აღმოჩენა სერიოზული სამართალდარღვევაა“.

„კანონი ყველასთვის ერთნაირია — არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვეულებრივი მოქალაქე იქნება თუ ნანული, არტილერია ჟორჟოლიანის შვილი! მანქანაში იარაღის მსგავსი საგნის აღმოჩენა სერიოზული სამართალდარღვევაა (აკუსტიკური იარაღი, რომლის ტარებაც აკრძალულია) აქ არგუმენტი „მე ცნობილი ჟურნალისტის შვილი ვარ“ ვერ მუშაობს. სამართლის წიგნში არ არსებობს თავი: „ტელეწამყვანის ნათესავები პასუხისგან გათავისუფლდებიან“. ნანულის შვილობა არ ნიშნავს ინდულგენციას — კანონი ყველასთვის ერთია. თუ დაიცავ წესებს, თავისუფლად გადაადგილდები, არავინ შეგაფერხებს, ხოლო თუ დაარღვევ, არც რაიმე სტატუსი გაგათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და ვერც ლობიანებით მოისყიდი სამართალს!“ - წერს ჩიხელიძე.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, საბა კოდუას ავტომობილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს, რა დროსაც ავტომობილის კარში ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი შენიშნეს, რომელიც სავარაუდოდ არის ხმოვანი აკუსტიკური იარაღი.