1738912683
"დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარიას პარტია, გაუძლებს თუ არა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ზეწოლას, მაგრამ ჩვენთვის ოთხივე პარტია წარმოადგენს კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" - ლადო ბოჟაძე
ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. კერძოდ, ამჯერად კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" და "ნაციონალურ მოძრაობა" გახარიას პარტიას უპირისპირდება. მმართველ გუნდში ოპონენტების დაპირისპირება არ უკვირთ.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ოთხივე პარტია კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს.
"დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარიას პარტია, გაუძლებს თუ არა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ზეწოლას ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენთვის ოთხივე პარტია არიან ერთნი, ისინი წარმოადგენენ კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას". მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ქვეყანა და ხალხი. ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, უკავშირდება ერთადერთს, რომ მათ როგორმე თავი გადაირჩინონ და რაც შეიძლება მომზადებულები შეხვდნენ თვითმმართველობის არჩევნებს," - აცხადებს ლადო ბოჟაძე.