რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
"შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილებები დამტკიცებულია - მესამე მოსმენით სიახლე საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო.
ამიერიდან, გარკვეული კატეგორიის უცხოელებს, მუშაობისთვის ბინადრობის ნებართვა აღარ დასჭირდებათ. შეღავათი ეხება მათ, ვინც საქართველოში მოკლევადიან პროექტებს ახორციელებს, დისტანციურად მუშაობს ან სახელმწიფო საწარმოებშია დასაქმებული. ცვლილებების მიზნად ბიუროკრატიის შემცირება და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა სახელდება.
"ჩვენ ძალიან ქმედითად ვებრძვით არალეგალურ მიგრაციას, გავამკაცრეთ კანონები ძალიან ბევრი მიმართულებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ დავაზუსტეთ რაღაც ჩანაწერები იქიდან გამომდინარე, რომ მოქნილი იყოს ბიზნესი და ბიზნესს არ შეექმნას პრობლემა, ვინაიდან არის ისეთი ტიპის დეფიციტური პოზიციები, რომლის შევსებაც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენი ქართველი მუშახელით ვერ ხორციელდება და შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესს მივცეთ მოქნილობის საშუალება, ეს ცვლილებები შევიტანეთ სწორედ ამიტომ", - განმარტავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.