დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით - იუსტიციის სამინისტრო

ფარცხალაძე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით დაწყებულია წარმოება.

სამინისტროს ცნობით, დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ტარიელ ონიანის ქალიშვილი, გვანცა ონიანი საქართველოშია - ნახეთ, სად დააფიქსირეს იგი

გინება, ცემა, სხდომათა დარბაზიდან გაძევებული ვაშაძე და ურთიერთბრალდებები - რა ვითარებაა ახლა პარლამენტში

VIDEO: „ცოლს ელაპარაკე ასე... ომი გინდა? მიდი, გაშალე ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ!...„ეფესბეს” კი არა, საქართველოს ვიცავ“ - მწვავე დაპირისპირება პარლამენტში