ხაშურში, სამსახურიდან მისულ მამას 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარებაში
1749109248
დასანანია, რომ ევროპარლამენტის დამფუძნებლებიდან ჩამოვლაბორანტდით ისეთ ყოფილ კომუნისტამდე, როგორიც რასა იუკნევიჩიენეა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა,
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, ვინმე თუ ადამიანის უფლებებითაა დაინტერესებული, შეუძლია ხონის ყოფილ დაწესებულებაში უმასპინძლოს და აჩვენოს, რა იყო ადამიანის უფლებები მაშინ და რა არის დღეს.
„კონტექსტი მნიშვნელოვანია, სად გააკეთა მარტა კოსიმ განცხადება. მან ეს განცხადება რასა იუკნევიჩიენესა და მისი კოლეგების საქართველოში ყოფნის თაობაზე გააკეთა. ამაზე ანდაზა გამახსენდა, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. ადამიანი, რომელიც თბილისში ჩამოიპარა, რამდენიმე ენჯეოში მიიპარა, მათსავე დაფინანსებულ მიტინგზე გამოვიდა და შემდეგ ბრიუსელში გაიპარა, მინიმუმ ღიმილისმომგვრელია მარტა კოსის კომენტირება. ვინმეს თუ ადამიანის უფლებები აინტერესებს, პირადად მე შემიძლია, დიდი პატივისცემით მარტა კოსს და რასა იუკნევიჩიენეს ხონის ყოფილ დაწესებულებაში ვუმასპინძლო, რათა თავიანთი თვალით ნახონ, რა იყო ადამიანის უფლებები მანამდე და რა არის დღეს. ასევე განიხილონ ის, რომ იუკნევიჩიენეს მეგობარი სააკაშვილი ხუთვარსკვლავიანი სამედიცინო დაწესებულებიდან ხონის ყოფილ საპატიმროში გადავიყვანოთ, თუ ის მოდერნიზატორად და გმირად მიაჩნიათ. სამწუხაროდ, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ, ღიმილის მომგვრელია. დასანანია, რომ ევროპარლამენტის დამფუძნებლებიდან, დიდი მოაზროვნეებიდან, ჩამოვლაბორანტდით ისეთ ყოფილ კომუნისტამდე, როგორიც იუკნევიჩიენეა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში ევროპარლამენტს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი რასა არ არის, მაგრამ ამ პარლამენტის სახეა“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველო არის შეხსენება, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ევროპულ გზაზე წინსვლა ავტომატურად იქნება უზრუნველყოფილი“.