1735647323
„დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოების გამაერთიანებელი იქნება“ - ირაკლი ჩიქოვანი
მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად ინაუგურაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა.
ჩიქოვანის თქმით, იმედს იტოვებს, რომ ყაველაშვილი საზოგადოების გამაერთიანებელი იქნება.
"ძალიან დიდი ხანია, ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ძალიან დიდი ხანია, ხდება ამ ინსტიტუტის მთავარი ფუნქციის უგულებელყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთი მხრივ, ქვეყანამ განვითარების გზაზე იაროს და მეორე მხრივ, იქნება საზოგადოების გამაერთიანებელი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.