"დარწმუნებული ვარ, დღეს ასობით ათასი ჩვენი თანამებრძოლი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე და იტყვის იმ სიტყვას, რომელიც სჭირდება საქართველოს" - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება 16:00 საათიდან დაიწყება. აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე. დღევანდელ დღემდე, სწორედ ორგანიზატორების მხრიდან ვისმენდით ძალადობრივი აქციის შესახებ განცხადებებს. თუმცა, მოვისმინეთ ხელისუფლების მოწოდებებიც ყველას მიმართ, რომ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ არავინ უნდა წავიდეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის ორგანიზატორები ამ დროისთვის არ იმყოფებიან პარლამენტის შენობის წინ, სადაც მათ დაანონსებული ჰქონდათ აქცია. ისინი შეკრებილები არიან ახლა თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ. იქ იმყოფება აქციის მთავარი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე, რომელთანაც "კურიერს" აქციის გეგმებთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, თუმცა ის ჩვენს კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ "რუსთავი 2-ს" კომენტარს არ მისცემს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და იგივეს მოუწოდებენ მოქალაქეებსაც.

"დარწმუნებული ვარ, დღეს ასობით ათასი ჩვენი თანამებრძოლი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე და იტყვის იმ სიტყვას, რომელიც სჭირდება საქართველოს. ვიბრუნებთ ქართველ სახელმწიფოს, ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ, ქართველ ხალხს და ყველა ვართ ვალდებულნი ამ ქვეყნის გმირებთან, მომავალთან, რომ 16:00 საათიდან შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე და დავიცვათ საქართველოს ღირსება", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე.