„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოპოზიციას რა ამომრჩეველიც ჰყავდა 26 ოქტომბრამდე, დღეს რომ უბრალოდ სოციალური კვლევა ჩავატაროთ, მინიმუმ განახევრებული იქნება" - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
ასევე, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ვერანაირ ნდობას ვერ იმსახურებს:
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოპოზიციას რა ამომრჩეველიც ჰყავდა 26 ოქტომბრამდე, დღეს რომ უბრალოდ სოციალური კვლევა ჩავატაროთ, მინიმუმ განახევრებული იქნება. ფაქტია, რომ ეს დამსახურებულია, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უკვე ბოლომდე მარგინირებულია და უკვე ბოლომდე გაბანკროტებულია, ვერანაირ ნდობას ვერ იმსახურებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან. მათი ნდობა, როგორც ჩანს, შეურაცხყოფად მიიღეს იმ ადამიანებმაც კი, რომლებმაც 26 ოქტომბერს მხარი რადიკალურ ოპოზიცია დაუჭირეს და ეს სწორიც არის, ასეც უნდა იყოს. ამ ადამიანების მხარდაჭერა მაშინაც ნიშნავდა ომის, არეულობის მხარდაჭერას და ეს პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი იყო ადამიანებს საკუთარ თავზე ეგრძნოთ. ვინც ეს 26 ოქტომბერს ვერ იგრძნო, დღეს სრულიად გააზრებული აქვთ ეს ყველაფერი," აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.