„დარწმუნებულები ვართ [გამარჯვებაში] არა იმიტომ, რომ ჩვენ დაუმარცხებლები ვართ ამ ბრძოლაში, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ ჩვენ საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს“ - ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

„დარწმუნებულები ვართ [გამარჯვებაში] არა იმიტომ, რომ ჩვენ დაუმარცხებლები ვართ ამ ბრძოლაში, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ ჩვენ საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ აბაშიძემ, „რუსთავი 2-ის„ ეთერში, გადაცემა „დღის სტუმარში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს არის უალტერნატივო პოლიტიკური თვალსაზრისით:

„დარწმუნებულები ვართ [გამარჯვებაში] არა იმიტომ, რომ ჩვენ დაუმარცხებლები ვართ ამ ბრძოლაში, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ ჩვენ საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს. ამ ხელისუფლებამ, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა, ქვეყანა წინ მიდის, არის განვითარების მაღალი ტემპი, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, არ ცვივა ბომბები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაზეც ვერ ვილაპარაკებთ ოპოზიციის წარმომადგენლებზე. ამიტომ, ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალების ერთად აღებული.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ის, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ეს გარკვეულ კონკურენციას ქმნის. აუცილებელია, თუ ხარ პოლიტიკაში და გაქვს პოლიტიკური პარტია, უნდა იყო არჩევნებში იმისათვის, რომ შესაძლებლობები მოსინჯო.

ბოლო წლებია საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები პრაქტიკულად არ იღებენ მონაწილეობას, არ აქვთ ახლო კონტაქტი და სწორედ ესეც არის ალბათ, მათი წარუმატებლობის მიზეზი. ამას კი, ჩვენ ყველანი 4 ოქტომბერს ვიხილავთ, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვადასხვა რაიონში.

„ქართული ოცნება“ დღეს არის უალტერნატივო პოლიტიკური თვალსაზრისით და დარწმუნებულები ვართ, ჩვენ საკმაოდ დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.