რას ამბობს დედა, რომლის 2 წლამდე შვილი ბებიამ „ტიკ-ტოკის“ ლაივში სცემა - ქალი დაკავებულია
1756756514
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მეგობრები და პარტნიორები.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, გადატვირთვა იმიტომ, რომ ის, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება. ყველა განცხადება იყო გაჯერებული ტყუილით, სიცრუით და მუქარით. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ვგულშემატკივრობთ ტრამპის ადმინისტრაციას, თავად ტრამპს. თქვენ იცით, რომ გაჟღერებული იყო დაპირებები „დიფ სთეითის“, გლობალური ომის პარტიის დამარცხების, ასევე ომის დასრულების შესახებ. ვნახოთ, როგორ მოხდება ამ დაპირებების შესრულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.