VIDEO: მგზავრმა, თვითმფრინავის ჩამოგდებამდე და მას შემდეგ, თავისი მეუღლისთვის ემოციური ვიდეო გადაიღო
1735280058
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე და მის ფარგლებში გასაჯაროებულ ახალ დეტალებზე საუბრობს. საუბარია საქმეში ყოფილი პრეზიდენტის სახელი და გვარის გაჟღერებაზე. საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ დარჩო ხეჩუაშვილმა თვალთვალის დავალება ჭიჭეიშვილისგან მიიღო, რომელსაც თავის მხრივ მითითებები სააკაშვილმა მისცა.
კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, მიხეილ სააკაშვილის საქმეში ახალი ბრალი გაჩნდეს, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველაფერს სამართალდამცავი ორგანოები დაადგენს.
“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში. ამ ქვეყანაში ძირითადი წყარო, საიდანაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ეს არის კანონი. კანონში რაც წერია, ის სრულდება. თუკი კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობა ბრალად შეეფარდა კონკრეტულ პირს, მიუხედავად იმისა, მას ადრე ეკავა თუ არა პრეზიდენტის თანამდებობა, ის ვალდებულია, ეს ბრალდება მოიხადოს კანონის დადგენილი წესით. თუკი მსგავსი რამ იქნება, ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. დანაშაულის ფაქტებზე სახელმწიფო რეაგირებს ადეკვატურად, მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაულის ჩამდენი რა კონკრეტულ სტატუსს იკავებდა ადრე და რა თანამდებობა გააჩნდა. თუკი სააკაშვილის წიაღში კიდევ სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტიც დადასტურდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნურავის ნუ გაუკვირდება, თუკი ასეთი ბრალდება იქნება დამნაშავე პირის მიმართ წაყენებული,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.