პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დამნაშავეებისგან დანაშაულის ჩადენა არავის გაუკვირდება ჩვენს საზოგადოებაში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „მთავარ არხში“ უკანონო ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაციის შეფასებისას.
„ცხადია, დამნაშავეებისგან დანაშაულის ჩადენა არავის გაუკვირდება ჩვენს საზოგადოებაში. ფაქტობრივად, იგივე სქემასთან გვაქვს საქმე, რასაც გვარამია აკეთებდა, როდესაც „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანები კიდევ რაღაც კანონებზე რომ ლაპარაკობენ, ძალიან უხერხულია, ვინაიდან დანაშაული, როგორც ჩანს, მათი თანმდევი ბუნებაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ტელევიზიის მოქმედი დირექტორისგან სკანდალური ფაქტები გასაჯაროვდა. უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე „მთავარი არხის“ ერთი-ერთი დირექტორი, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი ქურდაძე ალაპარაკდა. მან ოფიციალური წერილით ეროვნულ ბანკსაც მიმართა. სქემაში ჩართულები არიან ნიკა გვარამია, მთავარი არხის ხელმძღვანელობა, კობა ნაყოფია, „თიბისი ბანკი“ და სააგენტო „ნიუ სეილსი“. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც მათ შორის უცხოეთიდან შემოდის. თავად ნიკა გვარამია უკანონო ფინანსური ოპერაციების არსებობას უარყოფს.