დამიზნებული გვაქვს უძლიერესი სამხედრო არმადის იარაღი. ვცხოვრობთ ამ დაძაბულ ვითარებაში. „გონჩარენკოები“ და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში, რომელიც ნგრევას გამოიწვევს - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

„დამიზნებული გვაქვს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმადის იარაღი. ყოველ დღიურად ვცხოვრობთ ამ დაძაბულ ვითარებაში და მაინცდამაინც „გონჩარენკოები“ და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ უნდა შევიდეთ ისეთ დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე -სპიკერი გიორგი ვოლსკი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ სესიას და დებატებს.

მისი თქმით, საქართველოს საქმეებში ჩარევის მცდელობა მიუღებელია.

„13 წლის განმავლობაში საქართველომ, რომელი ნაბიჯი გადადგა ისეთი, რომელიც რუსეთს შეუწყობდა ხელს უპირატესობის მოპოვებაში, განსხვავებით იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც 201 წლამდე გვყავდა და ასე გააფთრებით იცავენ და ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობენ ევროსაბჭოში თუ სხვა ფორმატებში. ეს არის რეალობა და ამ რეალობას, რომ თვალი არ გაუსწორონ რა საკვირველია პრობლემების ზღვა უნდა შეგექმნას, რომ როგორმე გადავიდეს თემები სხვა საკითხებზე. დამიზნებული გვაქვს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმადის იარაღი. ყოველ დღიურად ვცხოვრობთ ამ დაძაბულ ვითარებაში და მაინცდამაინც „გონჩარენკოები“ და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ უნდა შევიდეთ ისეთ დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.