დაკავებულ ირაკლი ნადირაძეს და პაატა ბურჭულაძეს ადვოკატები ხვდებიან

დაკავებულ ირაკლი ნადირაძეს და პაატა ბურჭულაძეს ადვოკატები ხვდებიან

ხელისუფლების დამხობის ორგანიზებისთვის დაკავებულ ირაკლი ნადირაძეს და პაატა ბურჭულაძეს ადვოკატები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ხვდებიან.

ირაკლი ნადირაძის ადვოკატის ირაკლი აბესაძის თქმით, როდესაც გაეცნობიან ბრალის დადგენილებას და გადაეცემათ საქმის მასალები, მერე შეძლებენ უფრო მეტ დეტალზე საუბარს.

„თავს არ ცნობს დამნაშავედ. ბრძოლა გრძელდება“, - განუცხადა აბესაძემ ჟურნალისტებს.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის ლევან ყველაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესი შესაძლოა ან დღეს ჩაინიშნოს, ან ხვალ.

„სასამართლო პროცესი შესაძლოა დღესაც ჩაინიშნოს, ან ხვალაც. სანამ კონკრეტულად არ ვნახავთ რას ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, წინასწარ ამაზე საუბარი შეუძლებელია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ორგანიზებისა და მონაწილეობის მუხლით დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.