დაგვიანებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ჩვენი პოლიტიკური ძალა ნებისმიერ აქტივობაში ჩავერთვებით - ტატა ხვედელიანი

ტატა ხვედელიანი

"დაგვიანებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა სურსათზე ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობისას, მათი პოლიტიკური გუნდი, ყველა სახის აქტივობაში ჩაერთვება.

"მთელი ეს პროცესი უნდა ემსახურებოდეს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს და არა კონკრეტული ბიზნესს დაჯგუფებების ინტერესების თუ კორუფციული ინტერესების გაძლიერებას.

დაგვიანებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ძალა, ამ ინიციატივის კონტექსტში, ნებისმიერ აქტივობაში ჩავერთვებით, ეს იქნება კომისია, თუ სხვა ნებისმიერი პლატფორმა", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.