თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
დადასტურდა, რომ არათუ იმართებოდა პარტიული ოფისებიდან ეს აქციები, არამედ, მარაგდებოდა კიდევაც, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძის თქმით, აურაცხელი სხვადასხვა, მათ შორის, პიროტექნიკური მასალა აღმოჩნდა პარტიულ ოფისებში.
„მე ამით არ გამოვრიცხავ, იქ ვიღაცას მართლა სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ მიაქანებს. დააჯერეს ეს ადამიანებს. რაღაც პირთა წრე არსებობს საქართველოში, საბედნიეროდ, ეს არ არის იმ მასშტაბის, რომ გავლენა იქონიოს რაღაც პროცესებზე, არჩევნებზე და ა.შ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ მიაქანებს რუსეთისკენ. დააჯერეს, უკაკუნეს ტვინში ამდენი წელი. ბოლო წლებში განსაკუთრებით. რუსული კანონი დააჯერეს, რუსულიაო ის კანონი და არა გამჭვირვალობის. დააჯერეს რუსული ხელისუფლება და აი ასეთი რაღაცეები დააჯერეს და იმ ადამიანებს შესაძლოა გულწრფელი პროტესტი ჰქონდათ, მაგრამ, რეალურად, ვინც არიან ლიდერები და ვინც აორგანიზებს ამას, ფაქტია, რომ არათუ არიან პარტიის წარმომადგენლები, მარაგდებიან კიდეც პარტიიდან. შესაბამისად, ახლა არიან ორ ცეცხლს შუა. ამბობენ, რომ სახალხო პროტესტია, მდგომარე პროტესტია, რაღაცებს არქმევენ, ვერ დაარქვეს, ვერ დაბრენდეს სახელი, მაგრამ, ამავდროულად უწევთ, რომ პარტიული ლიდერები გამოვიდნენ წინა პლანზე.
დღეს მოუწიათ, რომ ოთხმა „ნაცმა“ პარტიამ, ოთხმა აგენტურულმა პარტიამ ასევე ერთად გააკეთოს განცხადება. ახლა ესენი გამოდიან, მერე ის ვიღაც გულწრფელი თუა დარჩენილი აქციაზე და არიან ასეთი ადამიანებიც ალბათ ხომ, ეს გულწრფელი ადამიანები, გულწრფელი ახალგაზრდები, რომლებსაც დააჯერეს, კი ბატონო. ჩვენ ახლა მათ რაც არ უნდა მსხვერპლი ვეძახოთ, ამ პროპაგანდის, დააჯეროს ხომ? ის ადამიანები შემდეგ ამათ დაკრულზე და დაძახებულზე არ გამოდიან და არ მოქმედებენ. ეს პრობლემა აქვთ და არიან გაჭედილები შუაში. შესაბამისად ამისა, პარტიული თუ არის, უკვე პარტიული აქტივია და ის ვიღაც გულწრფელი იქ არ დგას, ემიჯნება, ვიღაც გულწრფელი თუ დგას და ასე დაჯერებული ადამიანი, რომელზეც პროპაგანდამ იმგვარად იმოქმედა, რომ ტვინში ჩაუჭედეს რუსული, რუსული, რუსულიო და ჩაჯდა მის ტვინში რომ რუსულია, ის ადამიანი თუ არის, ისინი ვერ ეკარებიან და ამაში არიან გაჭედილები. ამიტომაა რესურსი ნულოვანი მათი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.