1770743848
ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია იმის საერთო აღიარება და გაცნობიერება, რომ ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა დატოვა აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ და ახალი ადმინისტრაცია მზად არის, რომ მაქსიმალურად დროულად ეს წარსულს ჩავაბაროთ - ლევან მახაშვილი
ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია იმის საერთო აღიარება და გაცნობიერება, რომ ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა დატოვა [აშშ-ის] წინა ადმინისტრაციამ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების შეხვედრას გამოეხმაურა.
„ის გზავნილები, რაც გამოკვეთა აღნიშნული კომუნიკაციის დროს ამერიკელების მხრიდან, იმის ოპტიმიზმს და იმედს გვიჩენს, რომ უახლოეს მომავალში, გასული ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრები გადაითარგმნება უკვე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია იმის საერთო აღიარება და გაცნობიერება, რომ ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა დატოვა [აშშ-ის] წინა ადმინისტრაციამ და ახალი ადმინისტრაცია მზად არის, რომ მაქსიმალურად დროულად ეს წარსულს ჩავაბაროთ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები“, - აღნიშნა მახაშვილმა.











