„გაზის მიწოდება 7600 აბონენტს შეუწყდება“ - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1743609832
კოორდინაციაზე საუბრისას, ჩვენთვის პრიორიტეტული და ზეპარტიულია პოლიტპატიმრების დროულად სახლში დაბრუნება, ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა, – ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“ ამ ორ საკითხზე კომუნიკაციის პრობლემა არავისთან აქვს.
„რა იგულისხმა ქალბატონმა ზურაბიშვილმა ფრონტთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, ალბათ თავად მეტს ახსნის და მეტს ისაუბრებს. ახალ პლატფორმაზე ინფორმაცია არ მაქვს. ორი საკითხია, რომელზეც კოორდინაცია გვექნება, მათ შორის ქალბატონ სალომესთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა. სხვა საკითხები ჩვენთვის რელევანტური არ არის. რაც შეეხება გუშინდელ აქციას, მე, ჩემი გუნდი და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესი ნაწილი იქ მიშა სააკაშვილის გათავისუფლების გამო არ ვდგავართ. ეს არის ზუსტად ის, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ვერ გადაუბიჯებია „ნაციონალურ მოძრაობას“. ქალბატონ ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რით განსხვავდება ეს პლატფორმა არსებული პლატფორმისგან, ამიტომ მას უნდა დაველოდოთ. ნებისმიერი ისტერიკა გაერთიანებაზე ჩვენთვის არის მიუღებელი. ეს ისტერიკა „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსაკუთრებით ხშირად მომისმენია და მერე საქმე საქმეზე რომ მიდგება და ეკითხები, რა გინდაო, ვერავინ გპასუხობს. გუშინ რომ „ნაცმოძრაობა“ შეეცადა, ანდრო ჭიჭინაძის გვერდით დაეყენებინა მიშა სააკაშვილის საკითხი, ასე, არა, არამედ რეალურად საქმისთვის“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ამასთან, ბუჩუკურის თქმით, გუშინ, აქციაზე „ნაცმოძრაობამ“ სინდისის პატიმრების ფოტოებს გადააფარა საკუთარი ლიდერის ფოტოები.
„ნაცმოძრაობა“ ჩვენთვის ყოველთვის იყო წითელი ხაზი, დღესაც წითელი ხაზია, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, მაგრამ ვიმეორებ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური პატიმრების დროული გათავისუფლების მოთხოვნას და ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას, აქ კომუნიკაციის პრობლემა, მითუმეტეს სალომე ზურაბიშვილთან, არ გვაქვს“,- აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.