1745397302
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ასევე ვისაუბროთ იმ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომელიც გააჩნია საქართველოს - დავით ბაქრაძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, - განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ.
„ასევე ვისაუბროთ იმ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომელიც გააჩნია საქართველოს იმ წარმატების თვალსაზრისით, რომელიც რეფორმების განხორციელების კუთხით იქნა მიღწეული ჩვენი ხელისუფლების მიერ და რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც სამაგალითო ბევრი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი, ბურუნდის, ლესოტოს, ნეპალისა და ქუვეითის გაეროსთან მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. ელჩებს მაკა ბოჭორიშვილმა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა. ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს რეგიონულ როლზე, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე. გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, ასევე წეროვანში დევნილთა დასახლებაში. დღესვე ელჩები იუსტიციის სახლის გამოცდილებასა და სახელმწიფო სერვისებს გაეცნენ.